notnews ganivi3 

    „მასონები, ბილ გეიტსი და მილიარდერები კორონავირუსის ვაქცინით მილიარდ ადამიანს მოკლავენ“ - დეკანოზი საბა

    „მასონები, ბილ გეიტსი და მილიარდერები კორონავირუსის ვაქცინით მილიარდ ადამიანს მოკლავენ“ - დეკანოზი საბა
    დეკანოზმა საბა ჭიკაიძე მიიჩნევს, რომ მსოფლიოს მასონები და ბნელი ძალები ებრძვიან.
    „მე ვთვლი, რომ მილიარდერების და მასონური ძალების, ჩვენი სამყაროს ჩრდილოვანი მმართველების მიზანია - ეს გაჟღერებულიც აქვთ ბილ ბეიტსს და მისნაირებს, რომ მათ სურთ მსოფლიოს მოსახლეობის შემცირება 1 მილიარდამდე. წარმოიდგინეთ, რამდენი მილიარდი ადამიანი უნდა მოიშორონ მათ თავიდან, რომ 1 მილიარდამდე ჩამოვიდნენ. მე ვფიქრობ და ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, რომელიც ისმის სოციალურ ქსელებში, რომ მათთვის ეს იარაღი იქნება COVID 19, რომელიც გავრცელებულია და სულაც არ არის ძალიან ლეტალური - ვაქცინა, რომელიც შემოვა მის სამკურნალოდ, ამით მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის მოკვდინება. მე ვფიქრობ, აუცილებელ ფორმასაც მისცემენ ამას და მეც გავიმეორებ, არავის ვურჩევდი ვაქცინაციას COVID 19-ის საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ „პალიტრის“ ეთერში.

    ავტორი

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.