notnews ganivi3 

    „მოსახლეობის დაჩიპვას არ ვაპირებ“ - ბილ გეითსი ბრალდებას უარყოფს

    „მოსახლეობის დაჩიპვას არ ვაპირებ“ - ბილ გეითსი ბრალდებას უარყოფს

    ამერიკელი მილიარდერი და კომპანია „მაიქროსოფთის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი კაცობრიობის მიკროჩიპირების თაობაზე მის შესახებ "გავრცელებულ შეთქმულების თეორიას“ უარყოფს. ამის შესახებ გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს.

    საქმე ეხება საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ თეორიებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა, ბილ გეითსი კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებით, კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს.

    ბილ გეითსის თქმით, მისთვის ძნელია ამ გამონაგონის უარყოფა, რადგან ისინი „ასეთი სულელურია“.

    მედიასაშუალების ცნობით, მილიარდერმა უარყო უსაფუძვლო თეორიები მისი ბოროტული გეგმების შესახებ.

    „არასოდეს მიმიღია მონაწილეობა არაფერში, რაც მიკროჩიპებთან არის დაკავშირებული. ძალიან ძნელია ასეთი ისტორიების უარყოფა, რადგან ისინი უკიდურესად სულელურია, ან უცნაური“ , - განაცხადა ბილ გეითსმა გამოცემის ჟურნალისტებთან საუბარში.

    წყარო: ipn

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.