notnews ganivi3 

    გოგოს მდგომარეობა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა უმძიმესია

    გოგოს მდგომარეობა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა უმძიმესია

    დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ 24 წლის გოგოს მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

    მისი თქმით, გოგოს მდგომარეობა უმძიმესია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში 37%-იანი დამწვრობით არის მოთავსებული და შოკიდან ჯერ არ გამოსულა.

    “გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული" - აღნიშნა ქაშიბაძემ.

    ავტორი

    მარიამ ახალაია

    მარიამ ახალაია

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.