notnews ganivi3 

    „გაუფრთხილდით საკუთარ თავს, მაქსიმალურად ეცადეთ დაივიწყოთ წყენა“ - გია ჯაჯანიძე

    „გაუფრთხილდით საკუთარ თავს, მაქსიმალურად ეცადეთ დაივიწყოთ წყენა“ - გია ჯაჯანიძე

    ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    „წყენა - ერთი შეხედვით არაფერი, თუმცა გააჩნია წყენას.
    წყენა დაგეგმილი, წყენა გამიზნული, წყენა შემთხვევითი, წყენა უნებლიე.
    ყურად საღებია ის მდგომარეობა, რაც ადამიანს წყენის შედეგად ემართება, განსაკუთრებით თუ წყენას იმახსოვრებს.
    ჩათვალეთ, რომ წყენის გამო, სავალალო მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანს საკუთარი ფსიქიკა, ნერვები და ურთიერთობები.
    ადმიანი, რომელიც არის ნაწყენი, ნერვიულობს, იტანჯება, აქვს უსამართლობის განცდა, ენერგეტიკული დისბალანსი, გაურკვევლობა და მუდმივი დისკომფორტი.
    ფიქრი იმაზე, რომ ნაწყენი ხართ, ბევრს ფიქრობთ და განიცდით, ცუდად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე ბედზე და მომავალზე.
    გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ნერვებს, ემოციებს, მაქსიმალურად ეცადეთ დაივიწყოთ წყენა, აპატიოთ, ან კარგად მოიფიქროთ, აუხსნათ და უთხრათ ადამიანს, თუ რა გაწყენინათ, რა თქმა უნდა კორექტულად.
    ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზი:
    ან ვივიწყებ წყენას, ან ვპატიებ, ან ვეუბნები ადამიანს, თუ რა მეწყინა. ამიტომ ვარ თავისუფალი და ლაღი.“ - წერს გია ჯაჯანიძე

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.