notnews ganivi3 

    „მიხედონ თავის ინტერესებს და ჩვენ თავი დაგვანებონ“ - მირიან ნიკოლაძე მედიას საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს (ვიდეო)

    „მიხედონ თავის ინტერესებს და ჩვენ თავი დაგვანებონ“ - მირიან ნიკოლაძე მედიას საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს (ვიდეო)

    19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძემ „პოსტვსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ის გამოძიებასთან უნდობლობა არ უცხადებს.

    „არანაირი უნდობლობა გამოძიებასთან არ გვაქვს, ერთობლივ ღონისძიებებს ვახორციელებთ, ვაანალიზებთ ვითარებას. ერთადერთ რამეს ვგრძნობ ზოგიერთი არხისგან, რომ მოხდეს თემის პოლიტიზება. მიხედოთ თავიანთ თავს, მიხედონ თავის ინტერესებს და ჩვენ თავი დაგვანებონ.

    ნიკა გვარამია პირადად მოდიოდა ჩემთან, მოჰყავდა თავისი ახლობლები და ნათესავები, რომლებთანაც ახლა ვმეგობრობ და ერთმანეთზე კარგი, თითით საჩვენებელი ადამიანები არიან. მოჰყავდა და მეუბნებოდა, შენს მეტს ვერავის ვენდობი, შენი კვალიფიკაციის გარდა მე ვერავის ჩავაბარებ ამ ხალხსო. შე დალოცვილო, სამოსანი თუ ვიყავი, კუდ-ის და სოდ-ის აგენტი თუ ვიყავი, კლიენტი თუ არ მყავდა, რას ერჩოდი იმ ხალხს, ჩემთან რომ მოგყავდა“, - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

     

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.