notnews ganivi3 

    რუსთავში მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

    რუსთავში მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

    "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში კოსტავას გამზირზე, 36 წლის მამაკაცი, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა.

    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მამაკაცი „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს.

    პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.