notnews ganivi3 

    „გიორგიმ იჩხუბა თუ რა მოხდა, არ იცოდნენ ბავშვებმა“ - მარიამ ადეიშვილის მამა თემქაზე შეკრებილ ახალგაზრდებზე

    „გიორგიმ იჩხუბა თუ რა მოხდა, არ იცოდნენ ბავშვებმა“ - მარიამ ადეიშვილის მამა თემქაზე შეკრებილ ახალგაზრდებზე

    მარიამ ადეიშვილის მამა, ივანე ადეიშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ  თემქაზე ბინაში შეკრებილ ახალგაზრდებს ეგონათ, რომ ჩხუბი დასრულებული იყო და კონფლიქტში მონაწილეები სახლში იყვნენ წასულები: 

    „შემოგევლეთ, ბავშვებმა დაკარგვის შესახებ როდის იცოდნენ, როდის გაიგეს, წარმოდგენა არ ჰქონდათ. იმიტომ რომ ამ ბავშვს ტელეფონი არ ჰქონდა და ვერ უკავშირდებოდნენ. არავინ იცოდა, რომ ჩხუბი მოუწია გიორგის, იჩხუბა თუ რა მოხდა, არ იცოდნენ ბავშვებმა. ვმსჯელობდით, ქვევით ვიდექით, როგორ ვქნათ, რა ვქნათ, მშობლები არ ვანერვიულოთო. დაკარგულია, არააა, არ იცოდნენ, დარწმუნებით, არც ეგ იცოდნენ. იაკობმა, როგორც ვიცი მე, დარეკა პოლიციაში, რომ ჩხუბი ხდებაო, მერე გააუქმა, თუ რა იყო. იმიტომ რომ აღარ იყო ჩხუბი და უკვე დაშლილები და წასულები ჰგონიათ ამ დროს ბავშვებს ყველა სახლებში,“ - ივანე ადეიშვილი.

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.