notnews ganivi3 

    იდუმალ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი წერილი - „...რომ შემხვდით და...“

    იდუმალ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი წერილი - „...რომ შემხვდით და...“

    სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის წერილი ვრცელდება, რომელიც პატარა გოგონამ საკუთარ მასწავლებელს მისწერა. 

    ,,თამუნა მასწავლებელო, ძალიან მიყვარხართ, მოგვიანებით გილოცავთ გიორგობას. ძალიან ვამაყობ თქვენით, რომ შემხვდით და კარგად დაიწყეთ ჩემი სწავლა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ასეთი მასწავლებელი შემხვდა. მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ, ძალიან მომწონხართ და მიყვარხართ. როგორც დედაჩემი მიყვარს, ისე მიყვარხართ თქვენ. ძალიან ჭკვიანი და ლამაზი მასწავლებელი ხართ, მთელი გულით გეუბნებით, ძალიან კარგი მასწავლებელი ხართ", - წერდა პატარა თამარი მასწავლებელს. 

    ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.