notnews ganivi3 

    ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

    ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

    თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდზე, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

    "თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს.

    აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

    დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

    თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ავტორი

    მარიამ ახალაია

    მარიამ ახალაია

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.