notnews ganivi3 

    რა კორონარეგულაციები წესდება სარეპეტიციო და სავარჯიშო დარბაზებში

    რა კორონარეგულაციები წესდება სარეპეტიციო და სავარჯიშო დარბაზებში

    კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე წრეებზე, როგორიცაა ცეკვა, მუსიკა, სპორტის სახეობები ან სხვა აქტივობები, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება. კერძოდ, სარეპეტიციო დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, აუცილებელია, ხდებოდეს ბუნებრივი ვენტილაცია. აუცილებელია ინსტრუმენტების და სხვა საჭირო ნივთების ხშირი დეზინფექცია (მიკროფონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი).

    ასევე გაიცემა რეკომენდაცია, რომ შესაძლებლობის მიხედვით, 10 ადამიანის სარეპეტიციო საქმიანობა დაიშვას ერთ სივრცეში, თუმცა შესაძლებელია, დიდ სივრცეში იყოს 20 ბავშვი, თუ შესაბამისი დისტანცია იქნება დაცული. ტემპერატურის ან სხვა რაიმე სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, სიმპტომების მქონე პირებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს უნდა მიმართონ.

    რეკომენდაციებში სადეზინფექციო და თერმოსკრინინგის პერიოდულად განხორციელების მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.