notnews ganivi3 

    "ეს არის ვაჭრობა“ - ხატია დეკანოიძე ელისაშვილზე

    "ეს არის ვაჭრობა“ - ხატია დეკანოიძე ელისაშვილზე

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს დახუროს ბიძინა ივანიშვილთან ვაჭრობის ყოველგვარი სქემა. ასე ეხმაურება დეკანოიძე ელისაშვილის დადებით შეფასებას ოპოზიციურ სპექტრში გავრცელებული იდეაზე, რომლის მიხედვითაც, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება მომავალი თვითმმართველობის საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ შედეგზე, ანუ 48%-ზე ნაკლებს აიღებს.

    "ეს არის ვაჭრობა ბიძინა ივანიშვილთან და ყოველგვარი ვაჭრობის სქემა ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ უნდა დავხუროთ და მოვუწოდებ ალექსანდრე ელისაშვილს, რომ ასეთი ვაჭრობის სქემები დახუროს, ვინაიდან ეს ახდენს დისკრედიტაციას ზოგადად იმ იდეის, რასაც ქვია არჩევნების გაყალბების [წინააღმდეგ] და თავისუფლებისთვის ბრძოლა", — განაცხადა დეკანოიძემ.

    გუშინ, 29 დეკემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ არ იცის ვის ეკუთვნის ეს იდეა — ელჩებს, თუ რომელიმე ოპოზიციონერს, მაგრამ, მიესალმება მას.

    "მაინტერესებს ამის საწინააღმდეგო ვის რა ექნება, იმიტომ, რომ ეს არის რეალურად კრიზისის განმუხტვის ძალიან მაგარი და რეალური საშუალება", — განაცხადა ელისაშვილმა.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.