ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ოკამთან ევაკუატორი დაიწვა. აალების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები, რომლებმაც ცეცხლი ჩააქრეს.