notnews ganivi3 

    დაუდგინდა თუ არა შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი - პატრიარქის ექიმის კომენტარი

    დაუდგინდა თუ არა შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი - პატრიარქის ექიმის კომენტარი

    დღეს გახდება ცნობილი, განმეორებითი ტესტირებითაც დაუდასტურდება თუ არა კორონავირუსი კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გამოუვლიდა და ის ახლა იზოლაციაში იმყოფება. პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილის პასუხის გაგების შემდეგ გადაწყდება, დასჭირდება თუ არა ტესტირების ჩატარება ილია მეორეს:

    "წუხელ, გვიან მოსული პასუხი იყო საეჭვო დადებითი. ვნახოთ, დღეს რა იქნება. 3 საათამდე უკვე გვეცოდინება საბოლოო პასუხი და გუშინდელივით, განცხადება გაკეთდება.

    ღმერთმა ინებოს და ყველაფერი კარგად იყოს, ამის შემდეგ ექიმები იმსჯელებენ, დასჭირდება თუ არა პატრიარქს ტესტირება.

    ყველაფერი ეპიდმითითებების დაცვით ხდებოდა, სხვას ყველას უარყოფითი პასუხი მოუვიდა და ვნახოთ ახლა რა იქნება,"

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.