notnews ganivi3 

    ძლიერი ხანძარი ოკუპირებულ გაგრაში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა

    ძლიერი ხანძარი ოკუპირებულ გაგრაში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო გაგრაში გუშინ გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

    „ 7 იანვარს აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხანძრების ლიკვიდირება მოახერხეს. გაგრის რაიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა. ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ხანძრის ჩაქრობის მიზნით, გაგრის რაიონის ოთხი სახანძრო და ერთი სამაშველო განყოფილებისა და სოხუმის სახანძრო განყოფილების თანამშრომლები გაიგზავნენ. ხანძარი ლიკვიდირებულია. 8 იანვრის დილისთვის გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერის დაშლა მოხერხდა, ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა. დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელში გაჩენილი ხანძრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ოპერატიულად იმოქმედეს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა“

    ადგილობრივები ხანძრის ამსახველ ფოტოებს ავრცლეებენ და ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რადგან ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. 

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.