notnews ganivi3 

    ქვეყანაში არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგძლივდება - ნახეთ მთავრობის გადაწყვეტილება

    ქვეყანაში არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგძლივდება -  ნახეთ მთავრობის გადაწყვეტილება

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე შენარჩუნდება:

    „ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს. ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. დღესაც, ხვალაც ჩემს მოადგილეებს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აქვთ სამუშაო შეხვედრები არასასურსათო ვაჭრობასთან, ბაზრობებთან ექნებათ შეხვედრები და ჩვენ ამ დარჩენილ დროში, რაც პირველ თებერვლამდე დარჩა, უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული“

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.