notnews ganivi3 

    რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში

    რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში

    გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკნარი რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ადგილად იქცა. სოფელში დღეს, 13 იანვარს, დილიდანვე პოლიცია და სპეცრაზმიცაა მობილიზებული. დილიდან ბუკნარის ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის ცენტრში იყო შეკრებილი, მუსლიმი მოსახლეობა კი იმ სალოცავის ეზოში, რომლის გამოც დაპირისპირება დაიწყო.

    ბუკნარში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმებს დღეს აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების ერთი ჯგუფიც შეუერთდა.

    სოფელში დილიდან ელოდნენ როგორც გურიის გუბერნატორს, ისე ჩოხატაურის მერს.

    დღის, 4 საათისათვის, ბუკნარში გურიის გუბერნატორი ზურა ნასარაია და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა მივიდნენ, თუმცა მათი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

    ბუკნარში სიტუაცია ამ დრომდე ვერ განიმუხტა.


    ბუკნარში კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი მუსლიმი. მუსლიმებმა სოფელში სალოცავი გახსნეს. დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს სწორედ სალოცავის გახსნას მოჰყვა. ქრისტიანები ხაზგასმით და კატეგორიულად ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სოფელში მუსლიმური სალოცავის გახსნას.

     

    batumelebi.netgazeti.ge

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.