notnews ganivi3 

    ოპოზიციონერებს სადეპუტატო მანდატს ერთ კვირაში შეუწყვეტენ

    ოპოზიციონერებს სადეპუტატო მანდატს ერთ კვირაში შეუწყვეტენ

    27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიას მოიწვევენ, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერთა განცხადებების დაკმაყოფილება და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება.

    საკითხს 26 იანვრის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

    სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.