notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    ჯიშკარიან-თოდაძის საქმის უცნობი დეტალები - გაათავისუფლა თუ არა სამსახურიდან დეპუტატმა მსხვერპლი

    ჯიშკარიან-თოდაძის საქმის უცნობი დეტალები - გაათავისუფლა თუ არა სამსახურიდან დეპუტატმა მსხვერპლი

    გაუპატიურების სავარაუდო მცდელობაში ბრალდებულის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ თამარ თოდაძის მიერ მოყოლილი ფაქტი დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს.

    „ჰოთნიუსი“ თამთა თოდაძის ადვოკატ თამარ ლუკავას ესაუბრა, რომელიც ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. „არ ვეთანხმებით არანაირად, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ დევს.“- აცხადებს ადვოკატი და ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თოდაძესა და ჯიშკარიანს 2-წლიანი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ. ადვოკატს ვკითხეთ, ამ ხნის განმავლობაში სხვა დროს თუ ჰქონია მსგავს ფაქტს ადგილი თოდაძეს და ჯიშკარიანს შორის, რაზეც ლუკავა გვპასუხობს, რომ ამ საკითხზე თოდაძემ უკვე არაერთხელ ისაუბრა: „ასეთი ტიპის ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ისეთი საკითხები, რაც თოდაძისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ამაზე ვერ საუბრობდა.“ 

    ჩვენს კითხვაზე, რატომ არ მიმართა მანამდე თამთა თოდაძემ პროკურატურას, ადვოკატი გვპასუხობს, რომ ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერა და ამიტომ საქმის შინაარსობრივ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

    კულუარულად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თოდაძე ჯიშკარიანმა სამსახურიდან გაათავისუფლა, თამარ ლუკავა ტყუილს უწოდებს: „26 სექტემბერს გაუგრძელდა მას ხელშეკრულება. ამ ფაქტის შემდგომ მივიდა თამთა მერიაში გასარკვევად და იქ უთხრეს, რომ ხელშეკრულება მზად იყო და წამოეღო. არ შეესაბამება სიმართლეს, რომ სასახურიდან გათავისუფლებული იყო.“

    ადვოკატის თქმით, თამთა თოდაძეს გაუთქმელობის ხელშკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, ამიტომ ამ საკითხზე საუბარი არ შეუძლია.

    რაც შეეხება საქმის მსვლელობას, შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი საავადმყოფოში წარუდგინა, ხოლო თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. 

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.