notnews ganivi3 

    ოპოზიცია დმანისში აქციას მართავს

    ოპოზიცია დმანისში აქციას მართავს

    ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა), ელენე ხოშტარია (დროა) და კახა ოქრიაშვილი (პროგრესი და თავისუფლება) დმანისში 21 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. აქციაზე რამდენიმე ათეული მოქალაქეა შეკრებილი.

     

    "მოგესალმებით დმანისელებო, მაგარო ადამიანებო, ვაჟკაცო ადამიანებო, გადაჭარბების გარეშე გეუბნები, რაც თქვენ გადაიტანეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რასაც თქვენ უძლებთ, მხოლოდ ამიტომ ხართ ძალიან მაგარი საქართველოს მოქალაქეები და მეამაყება, რომ ასეთი ადამიანები ცხოვრობთ ამ ქვეყანაში.

    უძლებთ ძალადობას, ხანჯლების ქნევას, დაჭრას, იარაღიდან გასროლებს, მაგრამ მაინც ვერ გაგტეხეს და ვერასდროს ვერ გაგტეხავენ. მთელმა საქართველომ გაიგო რა მაგარი ადამიანები ცხოვრობთ დმანისში", - განაცხადა მელიამ სიტყვით მიმართვის დროს.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.