notnews ganivi3 

    კობახიძე "ენკაზე" - "ეს არის ცუდი შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს

    კობახიძე "ენკაზე" - "ეს არის ცუდი შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს

    "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვაჰესის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს ეხმიანება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება იყო კომპანია "ენკას" მიერ მიღებული.

    როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, მთავრობას სამომავლოდ აქვს 10-წლიანი გეგმა, მათ შორის, ენერგეტიკის კუთხითაც.

    "ეს ყველა შემთხვევაში იყო, რა თქმა უნდა, კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში, თქვენ იცით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

    აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი რა თქმა უნდა შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები.

    მთავრობას აქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიის მიერ მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

     

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.