notnews ganivi3 

    „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის, რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?!"- თენგიზ ცერცვაძე

    „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის, რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?!"- თენგიზ ცერცვაძე

    „ფაიზერი“ გვაქვს, „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს და მოუწოდა ყველას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და აიცრან.

    „ადრე, როცა ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, დაგვიანდა იმ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა ყველაზე მეტი სწორედ „ფაიზერი“ გვაქვს. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ? რას აკეთებთ, საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში, ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს, თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ? დარწმუნებული ვარ, ჩემი ინტერვიუს შემდეგ გამოვა ვიღაც და დაიტლიკინებს, ეს ყველაფერი მაინც სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაა, ამის არ რცხვენიათ? რა არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა? შემოიტანა მილიონობით ვაქცინა, გახსნა 300 პუნქტი. არ არის სათანადო კამპანიაო, მეტი რა კამპანია უნდა იყოს? ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტი, „ფეისბუქი“. თქვენ რა გგონიათ, გაიარეთ ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რა კამპანიაა იქ? ჩვენნაირი კამპანიაც არ არის. უბრალოდ, საზოგადოებაა უფრო შეგნებული, საკუთარი თავი და ოჯახის წევრი უყვარს. ასე რომ, ვერავითარ თავის გამართლებად ვერ გამოდგება ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.