notnews ganivi3 

    "მწვანე პასპორტის მიღების წესი შესაძლოა, შეიცვალოს - თამარ გაბუნია განმარტავს

    "მწვანე პასპორტის მიღების წესი შესაძლოა, შეიცვალოს - თამარ გაბუნია განმარტავს

     „ომიკრონმა” კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას, – ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით, შენარჩუნდება ის სტატუსი, რომელიც მთავრობას „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებაში აქვს.

    „მნიშვნელოვანია მისი არსებული კრიტერიუმების აღსრულება. ბევრმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტში“ გაითვალისწინა „ბუსტერ“ დოზის აუცილებლობა და იქ გადატანის სტატუსს ნაკლები პასუხისმგებლობა ეთმობა. ეს ყველაფერი არის მიმდინარე, რა თქმა უნდა, „მწვანე პასპორტს“, რომელიც დღეს გვაქვს, კარგი აღსრულების პირობებში მოსალოდნელი აქვს პოზიტიური ეფექტი, განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, ამდენად, მაინც დღეს მნიშვნელოვანია „მწვანე პასპორტის“ პირობების და რეგულაციების აღსრულება“, – განაცხადა გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბიზნესსექტორზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბიზნესისთვის სავალდებულო ტესტირების უფასოობის პროგრამა 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა. გაბუნიას განცხადებით, იანვრის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტრო სავალდებულო ტესტირების ჩასანაცვლებელ მოდელზე იმსჯელებს.

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.