notnews ganivi3 

    "მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება... იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც" - ნიკა გვარამია

    "მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება... იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც" - ნიკა გვარამია

    მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია, - ამის შესახებ, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია ავრცელებს.

    " მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც.
    დღეს შევჩერდები მხოლოდ ცვლილებებზე ახალი ამბების და თოქშოუების მიმართულებით:
    1. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა Giorgi Gabunia
    2. პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი Misha Sesi. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც აქებ აიშროყ.
    3. შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს Tamar Baghashvili
    4. გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა "დებატები თამარ ბაღაშვილთან".
    5. შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.
    სხვა სიახლეებზე მოგვიანებით გაცნობებთ.

    გმადლობთ, რომ გვიყურებთ," - წერს გვარამია.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.