notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    sos! საგანგაშო ინფორმაცია ტურისტებისთვის - წყალდიდობა ვენეციაში (ფოტოკოლაჟი)

    sos! საგანგაშო ინფორმაცია ტურისტებისთვის - წყალდიდობა ვენეციაში (ფოტოკოლაჟი)

    ვენეციაში, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ყველაზე  ძლიერი წყალდიდობაა. ქალაქში წყალმა ნახევარი მეტრით აიწია. იტალიაში ძლიერი წვიმები და ქარია, რამაც ქვეყნის რამდენიმე რაიონში წყალდიდობები გამოიწვია. დაღუპულია დაახლოებით 8 ადამიანი. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა, დაეხურა სკოლები და შეეზღუდა ტურისტული მარშრუტები. წყალდიდობის შედეგად, დატბორილია ვენეციის ისტორიული ცენტრი. ქალაქის ქუჩებისა და მოედნების 75% წყლითაა დაფარული.

    11ნოემბერს, წყლის დონემ 156 სმ-ით მოიმატა და შესაბამისად დაიკეტა ვენეციის მთავარი მოედანი - სან მარკო. ეს არის ქალაქის ისტორიაში მეოთხე ძლიერი წყალდიდობა, თუმცა, ქალაქის სტუმრები და მოსახლეობა ამას სულაც არ შეუშინებია და არ აპირებს საკუთარი გეგმები შეცვალოს.  ვენეციასა და მთელს ვენეტოს რეგიონში მეტეოსაფრთხის წითელი დონეა ( მაღალი) გამოცხადებული. ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს აფრთხილებენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოეს დღეებში გამოდარება არ იგეგმება.

    წყარო „ბიბისი“

     

     

     

     

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.