notnews ganivi3 

    „ვაიმე, ვიღაც მოდისო“ - გელა ჩარკვიანი თაფლობისთვეს იხსენებს

    „ვაიმე, ვიღაც მოდისო“ - გელა ჩარკვიანი თაფლობისთვეს იხსენებს

    დიპლომატი, პუბლიცისტი და პედაგოგი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში თაფლობისთვეს იხსენებს:
    „თაფლობის ორი კვირა მე და ნანამ ქორენიშში გავატარეთ. ჩვენი ოთახის ფანჯრები სიმინდის ყანას გადაჰყურებდნენ და პირველივე ღამის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ წყნარი ცხოვრება არ მელოდა. სოფელს შეუჩვეველ ნანას დაძინება უჭირდა და ყოველ ჯერზე, როცა ნიავი სიმინდს ააშრიალებდა, მაღვიძებდა, ვაიმე, ვიღაც მოდისო. მისი დიდი ლამაზი თვალები უტყუარ შიშს ასხივებდნენ. კედლიდან ბაბუაჩემის სანადირო თოფს ჩამოვიღებდი და სახლის კართან დავდგებოდი. ღამის განმავლობაში ეს რამდენჯერმე ხდებოდა და მხოლოდ მაშინ ვიძინებდით, როცა აღმოსავლეთით ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. ღამენათევებს საღამომდე გვეძინა, რაც ალბათ მეზობლებს აფიქრებინებდა, ნუთუ, ღამეს ვერ იმყოფინებენო."

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.