notnews ganivi3 

    აქვს თუ არა კორონავირუსი ჩინეთიდან ჩამოსულ 19 წლის მამაკაცს

    ჩინეთიდან დაბრუნებული 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ჯერჯერობით ისევ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება.

    როგორც ცნობილია, პაციენტმა ვირუსის სიმპტომებით სტაციონარს უკვე მეორედ მიმართა. 19 წლის მამაკაცს რესპირატორული დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ ჩინეთში აღენიშნებოდა, თუმცა იქ ჩატარებულმა ტესტმა კორონავირუსი არ გამოავლინა.

    პაციენტის ბიოლოგიური მასალის კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს და ანალიზის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

    როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედოვნებენ, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება. 

    რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ, ჰოსპიტალიზირებულ მეორე პაციენტს, 26 წლის ქალს ე.წ. ჩინური ვირუსი არ დაუდასტურდა და ის უკვე საავადმყოფოდან გაწერილია.

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.