notnews ganivi3 

    ცოფის შემთხვევა ლაგოდეხში - ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში უპატრონო ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა, რომელსაც ცოფი აღმოაჩნდა. 

    აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას, სურსათის ეროვნული სააგენტოც ავრცელებს.

    "ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაფიქსირდა უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს -სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

    სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

    ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლის შედეგად.

    სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ახორციელებს პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.