notnews ganivi3 

    უძველესი სახლი, სადაც პატრიარქი ეფრემ მეორე და ექვთიმე თაყაიშვილი ცხოვრობდნენ

    უძველესი სახლი, სადაც პატრიარქი ეფრემ მეორე და ექვთიმე თაყაიშვილი ცხოვრობდნენ
    დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში არაერთი ისტორიული ძეგლი შეგხვდებათ, სოფელი მრავალსაუკუნოვანი 20-მდე ტაძრითაა მდიდარი... ამ ძველ, ქართული სტილით ნაშენებ სახლში კი, რომელიც სოფლის ცენტრში მე-11 საუკუნეში ლიპარიტის მიერ აშენებულ ტაძართან დგას, თურმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ეფრემ მეორე ცხოვრობდა.
    1925 წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა კურთხევით მღვდელ-მონაზონი ეფრემი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად.
    1960 წლის 10 იანვარს კი, როცა გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ მესამე, მეორე დღესვე შეიკრიბა წმიდა სინოდი. სინოდის სხდომა გახსნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (იაშვილი), რომელიც წინადადებით შემოვიდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და მელქისედეკ III-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ აერჩიათ მიტროპოლიტი ეფრემი.
    1960 წლის 21 თებერვალს მოხდა მისი აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული საპატრიარქო 1923 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში იყო.
    კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია სიონის ტაძრის გვერდით სულ ოთხი ოთახისაგან შედგებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემმა არაერთხელ მიმართა მთავრობას ძველი საპატრიარქო რეზიდენციის დაბრუნების ან ახლის აშენების ნებართვაზე.
    უწმიდესის მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, 1962 წლის 30 ივლისს გაეცა ნებართვა მცხეთის სამოძღვრო კურსების გახსნის შესახებ, რომლის დირექტორად მაშინდელი შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) დაინიშნა.
    ეფრემ მეორე იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი.
    როგორც "ჰოთნიუსმა" გაარკვია, სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ამავე სახლში უცხოვრია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრს, ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც 1897 წელს სოფელ გომარეთში ახალგახსნილი სკოლის დასათვალიერებლად ჩასულა.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.