notnews ganivi3 

    ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

    ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

    ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მან პირველ შეხვედრაში, ბეჭებზე წმინდად გააკრა ფინელი კოუსმანენი და მეტოქეს 9-0 აჯობა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, რუსი სერგეი სემიონოვი 3-1 დაამარცხა. ამის შემდეგ კი, ჩილეს კუბელ ფალავანს, აკოსტას სძლია.

    იაკობ ქაჯაია ზაფხულის თამაშებზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური შეხვედრა ხვალ შედგება.

    ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე გაემგზავნენ, იხილეთ ამ ბმულზე.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

    ამ დროისთვის, ოლიმპიური ოქრო ერთმა სპორტსმენმა - ლაშა ბექაურმა მოიპოვა. სულ, საქართველოს სახელზე 5 მედალია.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.