notnews ganivi3 

    „ტიფლისის შავი ვარდი“ – „პირველ პაემანს გინიშნავ, ნინო!“

    „მჯერა, როდესაც ნევაზე გატყდება ყინული და ზამთრის სასახლესთან გაზაფხული ალანქერდება, მე ისევ გიხილავმე მოვყვები გაზაფხულის პირველ შხაპუნა წვიმას საქართველოში. მიწიდან პირველ იად ამოვალყოჩივარდების კონას მოგიტან, მარცხენა ძუძუზე გეამბორები და შენს ბაგეებს მოვწყვეტ პირველი სასიყვარულო პაემანის უბიწო ამბორს. პირველ პაემანზე, მერცხლებთან ერთად დამელოდე საქართველოშიმე და გაზაფხული ერთად მოვალთპირველი სიყვარულის ბარათით პირველ პაემანს გინიშნავ, ნინო.“

    ეს არის ფრაგმენტი წერილიდან, რომელიც ალექსანდრე გრიბოედოვმა ნინო ჭავჭავაძეს პეტერბურგის ციხიდან გამოუგზავნა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ წინასწარმეტყველებად ექცეოდა საკუთარი სიტყვები - „მე თავისუფლება (სიცოცხლე) წამართვეს, მაგრამ შენი სიყვარული ვერა

    1829 წლის 30 იანვარს -  თავრიზში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებული სპარსელი ფანატიკოსების ბრბომ რუსული მისიის შენობა დაიკავა და „სახტირად“ (სასტიკი გული) წოდებულ ალექსანდრე გრიბოედოვსა და მის გარშემომყოფთ, 37 კაზაკს, სასტიკად გაუსწორდა - აჩეხა. მათი დასახიჩრებული გვამები ჯერ ქალაქის ქუჩებში ათრია, შემდეგ კი ერთ დიდ ორმოში ჩაყარა. გრიბოედოვის ცხედარი მხოლოდ დუელის შემდეგ მიღებული ჭრილობით ამოიცნეს და  საქართველოში მაისში ჩამოასვენეს. რატომ საქართველოში? -  თეირანში წასვლის წინ, გრიბოედოვმა 4 თვის შერთულ მეუღლეს დაუბარა: თუკი სპარსეთში დავიღუპები, ჩემი სხეული იქ არ დატოვო. თბილისში, მამადავითის მონასტერში დამასაფლავეთ, - შეუსრულა 16 წლის ნინომ ანდერძი და დასაფლავების დღეს უთხრა: როდესაც ეს სიყვარული გაქრება, მეც მოვკვდები - ფიზიკურად და მორალურადაც. ბევრი ადამიანი არსებობს, რომლებსაც ასეთი რამ ვერც კი წარმოუდგენიათ. ასეთები ნამდვილად მანცვიფრებენ. ალბათ, მათ არასოდეს არავინ ჰყვარებიათ და ვერც ვერავის შეიყვარებენ“…

    მათი სიყვარული დაიწყო პეტერბურგში - ნინო 15 წლის იყო, სანდრო 34-ის. ალექსანდრე გრიბოედოვი განათლებული და ინტელექტუალი გახლდათ -უკრავდა ფორტეპიანოზე, არფაზე,  იცოდა 6 ენა: რუსული, ფრანგული, გერმანული, ჩეხური, ესპანური და იტალიური. წარმოშობით პოლონელი იყო - გჟიბოვსკი, რაც შემდეგ გრიბოედოვად ითარგმნა, მწერალი („ ვაი ჭკუისაგან“), კომპოზიტორი, (გრიბოედოვის ვალსი) რუსული ვალსების მამამთავრად ითვლება, ლისტსაც კი ადარებდნენ... ამბობდნენ, რომ პეტერბურგში ცნობილ მექალთანედ იცნობდნენ და დუელიც კი ჰქონდა ამის გამო... მოკლეთ, ნინოს მოხიბვლა არ გასჭირვებია, პირიქით, ამბობდნენ, რომ  ჭავჭავაძის ასული მთავარმართებელ ერმოლოვის ვაჟს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ მოულოდნელად ქორწილის დღე გამოაცხადა და არჩევანი რუს დიპლომატზე შეაჩერა. ჭორად გავრცელდა, რომ ნინო ახვერდოვის სახლში გრიბოედოვმა შეაცდინა და სწორედ ეს გახდა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიზეზი. არადა, უყვარდა...

    ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი 1828 წლის 22 აგვისტოს სიონის ეკლესიაში დაქორწინდნენ. ბედნიერებისგან დაბნეულ სიძეს საქორწინო ბეჭედი ხელიდან გაუვარდაო, რაც ნინოს ცუდად ენიშნა. ნადიმი წინანდლის მამულში გაგრძელდა. სწორედ იქ გახსნა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქვევრი, რომელშიც ნინოს ქორწინებამდე თექვსმეტი წლით ადრე ღვინო ჰქონდა გადანახული...მხოლოდ 4 თვე გაგრძელდა ბედნიერება. ტრაგიკული ამბის გაგებიდან მეორე დღესვე ნინომ  ნაადრევად იმშობიარა - ვაჟი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

    ნინო ჭავჭავაძემ 49 წელი იცოცხლა. მეტად არ გათხოვილა, არასოდეს გაუხდია ქვრივის სამოსი და ამის გამო „ტიფლისის შავი ვარდი“ შეარქვეს. პირადი შემოსავლებიდან  უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაზე. მურავიოვ-კარსკი, საქართველოს გუბერნატორი 1854 წელს წერდა: ნინო ჭავჭავაძემ საკმაოდ იღვაწა სამეგრელოს კეთილდღეობისათვის. როდესაც თურქეთმა ეს რეგიონი დაიპყრო და ომარ ფაშას არმიას მეგრული პარტიზანული რაზმები დაუპირისპირდნენ, ნინო ჭავჭავაძე თავის დასთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა. ასევე მან შეარჩია 41 ქალი, ექთნებისთვის შეიმუშავა საგანმანათლებლო პროგრამა და სასწავლო კურსი. თავად შეკერა თეთრი ხალათები და თავსაბურავზე წითელი ჯვრები ამოქარგა.

    1857 წელს თბილისში ქოლერამ იფეთქა. ნინომ ქალაქიდან გასვლაზე უარი თქვა. ნათესავებზე ზრუნვისას იგი თავადაც დაავადდა და გარდაიცვალა.

    ალექსანდრე გრიბოედოვი პირველი იყო, ვინც მთაწმინდაზე დაიკრძალა. მის საფლავზე გამოსახულია მგლოვიარე ქალი, მარმარილოზე კი ამოკვეთილია: „Ум и дела твои бессмертны в памяти русской, но для чего пережила тебя, любовь моя?“ („შენი გონება და საქმეები სამუდამოდ დარჩება რუსეთის ხსოვნაში, მაგრამ რატომ ვიცოცხლე შენზე დიდხანს, ჩემო სიყვარულო“). და ალბათ ყველა იქ მისული გაიხსენებს გრიბოედოვის სიტყვებს პირველი წერილიდან: „შენ ხარ სიწმინდე, რომლის წინაშე მე ლოცვად ვარ დამხობილი... მე დემონი ვარ, ნინო, დემონი-ცოდვილი ანგელოზი... მხოლოდ შენ შეგიძლია შემასხა ფრთები. შენ სანთელი ხარ სიყვარულისა, მე ცეცხლი, რომელიც იმ სანთლისათვის გამოკვესა ღმერთმა. ჩვენ ერთი სანთელი და ერთი ცეცხლი ვართ.“  

    ჰოოო,  უყვარდა და ეს სიყვარული არასოდეს გაქრა...

    მაია ფურცელაძე

     

                                                                                   

     

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.