notnews ganivi3 

    "ბოდიშსს ვუხდი საზოგადოებას..." - ომბუდსმენის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც წულუკიანმა დახეული ჯინსების გამო გააკრიტიკა, მინისტრს პასუხობს

    სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი წარმომადგენელი, ლევან მახარაშვილი სოციალური ქსელით თეა წულუკიანს პასუხობს. იუსტიციის მინისტრმა ის, საპატიმროში ჯინსებით შესვლის გამო, გააკრიტიკა.

    "ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას !

    ციხეში ხომ შევდივარ დახეული ჯინსებით, მაგრამ ამაზე სავალალო ის არის, რომ ხშირად ლექციებსაც ვატარებ დახეული ჯინსებით

    P.S. ქალბატონ თეას არ უთხრათ, მაგრამ როდესაც პროკურორი ვიყავი, პირადად მე (ასევე ჩემს გამომძიებლებს) ძალიან ხშირად მოგვიდუღებია ყავა ბრალდებულებითვის, თან საკუთარი ხელით (ყავის აპარატები მაშინ არ გვქონდა).

    ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ თითქმის არასდროს მისარგებლია პენიტენციურ სისტემაში საპირფარეშოთი, ამას ვერავინ დამაყვედრის"- წერს მახარაშვილი.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.