notnews ganivi3 

    „მოკვდა საქართველო“, - როგორ შეხვდა ქართული მწერლობა ქვეყნის ოკუპაცია-ანექსიას 1921 წლის 25 თებერვალს

    დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წელი გავიდა,   1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა მე-11 არმია საქართველოს თავს დაესხა და ჩვენი ქვეყნის ანექსია მოახდინა,25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ შეხვდა ქართული მწერლობა ქვეყნის ოკუპაცია-ანექსიას.
    25 თებერვლის რეცეფცია იოსებ გრიშაშვილთან, თუმცა ოდნავ მოგვიანებით დაწერილი - რაც კიდევ ერთი დამატებითი საბუთია იმისა, თუ როგორ შეხვდა ქართული მწერლობა ქვეყნის ოკუპაცია-ანექსიას.

    თქვენ ამბობდით: საქართველომ, რაგინდ ბევრი გაიბრძოლოს, 

    ის რუსეთის კომუნისტად გადიქცევა მაინც ბოლოს! 

    ჰა, აღსრულდა თქვენ მოხვედით, ჩვენც დაგიხვდით ორივ ხელით,

    მაგრამ ხალხი არ შეგინდობთ, რომ სხვის ხიშტით შემოხველით. 

    განა ჩვენ აქ გვქონდა ტახტი ან ზედ დავსვით ვინმე მეფედ,

    რომ ქართველთა წმინდა სისხლი დაღვარეთ და ააშხეფეთ?

    განა ჩვენი არწივები გაურბოდნენ დროშას წითელს, 

    რომ დღეს ჩვენზე ახარხარებთ ყველა ბილწს და ყველა სკვითელს? 

    ო, ჩვენ ისე შევეჩვიეთ ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ფერს, ჩვენს ხმას 

    რომ ვერასდროს შევეჩვევით გამარჯვებულ რუსულ ჩექმას. 

    ზეინაბად გადვიქცევით, გულს ჩავიდებთ აღთქმას შმაგურს 

    და უსისხლოდ მტერს არ მივცემთ არც ერთ კუთხეს, არც ერთ აგურს. 

    მაგრამ თქვენშიც თუ ვიპოვით ჩვენზედ კარგს და ჩვენზედ ძლიერს, 

    გულმხურვალე მამულისშვილს, სასახელო ივერიელს, 

    თუ აღადგენთ საქართველოს მთლიან ისტორიულ ხაზად, 

    მაშინ ჩვენს გულს, სულს, სიყვარულს ქვეშ გაგიფენთ ფიანდაზად. 

    ხოლო ვინმემ თუ გაჰბედა, რომ მოგვსპოს და გადაგვთელოს, 

    ვიტყვი: მოკვდა საქართველო, გაუმარჯოს საქართველოს".

    1921 წ

    ავტორი

    ირმა ჯოხაძე

    ირმა ჯოხაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.