notnews ganivi3 

    კვარაცხელია „მილანს“ მიუახლოვდა

    კვარაცხელია „მილანს“ მიუახლოვდა
    ავტორი / სპორტი

    ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლომდე, ხვიჩა კვარაცხელია იტალიური „მილანის“ფეხბურთელი გახდება. გარდა იმისა, რომ ამის შესახებ იტალიური საიტები ბოლო ორი საათია, აქტიურად წერენ, გვაქვს ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერში დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც არის ჩართული. მას „მილანის“ სპორტული დირექტორი, ყოფილი თანაგუნდელი, ლეგენდარული პაოლო მალდინი დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

    რუსული მედია კი წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი „რუბინს“ მალე დატოვებს და სავარაუდოდ იტალიაში გააგრძელებს კარიერას. მართალია, რუსები კლუბს არ აკონკრეტებენ, მაგრამ თუ აპენინურ მედიას და ჩვენს წყაროს დავუჯერებთ, ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და ოფიციალურად კონტრაქტი თვის ბოლომდე გაფორმდება.

    ავტორი

    HOTnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.