notnews ganivi3 

    ტოკიოს ოლიმპიადის პირველი დღე - ქართველი სპორტსმენების მიღწევები

    ტოკიოს ოლიმპიადის პირველი დღე - ქართველი სპორტსმენების მიღწევები

    დღეს გამთენიისას  სტარტი  აიღო სპორტულმა დღესასწაულმა - „ტოკიო 2020“, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბევრი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა, ალბათ ეს სახელი განსაკუთრებულად დარჩება სპორტის ისტორიას, რადგან პანდემიით გამოწვეულმა მსოფლიო კრიზისმა მისი ერთი წლით გადატანა გამოიწვია. რაც ყველაზე მთავარია სპორტი რთულია წარმოიდგინო გულშემატკივრების გარეშე, რადგან როგორც ამბობენ სპორტსმენისთვის მაყურებელი დამატებითი მოტივაციაა იმისთვის, რომ საკუთარი მაქსიმუმი დადოს. დაგვიანებულ ტოკიოს ოლიმპიადაზე მაყურებლების დასწრება მაქსიმალურად შეზღუდეს კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია იმ გულშემატკივრების ადგილას თავის წარმოდგენა, რომლებმაც ვერ შეძლეს საკუთარი ქვეყნის სპორტსმენებისთვის გულშემატკივრობის გაწევა.

    2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის პირველ დღეს საქართველოს სახელით ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა.  ესენი იყვნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი ( ჩოგბურთი), ესკერხან მადიევი (კრივი), ლუხუნ ჩვინიანი (ძიუდო 60კგ.წონითი კატეგორია), სანდო ბაზაძე (ფარიკაობა), ირაკლი რევიშვილი (ცურვა). აქედან მხოლოდ ორი, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ესკერხან მადიევი აგრძელებენ მედლისთვის ბრძოლას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშკარა იყო ჩვენი სპორტსმენების ჩაგვრა მსაჯების მხრიდან, რამაც ჩვენი სპორტსმენები მედლისთვის ბრძოლას ჩამოაშორა და სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი მედლის გარეშე უბრუნდება სამშობლოს. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ქართველ გულშემატკივრებში.

     

    შეგახსნებთ, რომ ხვალ 25 ივლისს ოლიმპიადის მეორე დღეს  საქართველოს სახელით ხუთი სპორტმენი იასპარესებს. ოლიმპიადა 8 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოს სახელით წელს 25 სპორტსმენი იასპარეზებს. 

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.