... ... ეკონომიკა

აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 0.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 784.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.3%-ით, ანუ 0.9 მლნ აშშ დოლარით მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 50.77 მილიონი აშშ დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია 49.29 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 42.55 მილიონი აშშ დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 25.37 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 22.35 მილიონი აშშ დოლარით.

რა რისკები შეიძლება ახლდეს დაქირავებულ ბინაში პირადი ნივთების შეტანას - იურისტის რჩევები

თუ დამქირავებელს ნაქირავებ ბინაში შეაქვს გარკვეული ნივთები - ავეჯი, ტექნიკა, აქ დგება ერთი რისკი და ამ რისკის თავიდან აცილება ძალიან მარტივია - ბინის ქირაობისას, მნიშვნელოვან საკითხებზე "რუსთავი 2-ის" ეთერში სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია საუბრობს.

სამართლის ასოცირებული პროფესორის განმარტებით, გამქირავებელს, საკუთრებაში არსებული ბინის იპოთეკით დატვირთვა, გაქირავებაში ხელს არ უშლის. თუმცა, დამქირავებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთ-ერთი დეტალი, რათა ბინაში მის მიერ შეტანილ პირად ნივთებს რაიმე სახის რისკი არ შეექმნას.

"თუ კი დამქირავებელს ბინაში, რომელშიც ქირაობს შეაქვს გარკვეული ნივთები, მაგალითად ტელევიზორს ამატებს, ტექნიკას, ან ყავის მანქანას, ავეჯს და ა.შ. აქ დგება ერთი რისკი და ამ რისკის თავიდან აცილება ძალიან მარტივია, თავად რისკი კი დიდი და სახიფათო.

მოგეხსენებათ, ბინის მესაკუთრის ძალიან ბევრი ნაწილი იპოთეკით ტვირთავს ამ ბინას, მაგრამ იპოთეკით დატვირთვა ხელს არ უშლის გაქირავებას, მაგრამ თუ კი მესაკუთრემ სესხი ვერ გაისტუმრა ან დააგვიანა სესხის გასტუმრება, ბანკის, მიკროსაფინანსო თუ კერძო სესხი - ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც აღსრულება ხდება, აღსრულების მიზნებისთვის ჩვენ კანონში გვაქვს ასეთი ჩანაწერი, არსებობს პრეზუმცია, რომ მოძრავი ნივთები როგორიც არის ავეჯი, ტექნიკა და ა.შ. ეკუთვნის მას, ვის საკუთრებაშიც არის განლაგებული.

თქვენს შეტანილ ნივთებს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე თუ კი დაიწყო აღსრულება. ნივთები, რომლებიც დამქირავებელმა შეიტანა დაქირავებულ ბინაში, კანონით ითვლება ბინის მესაკუთრის საკუთრებად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

ამისთვის არსებობს მარტივი პრეზუმფცია, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ - ქირავნობის ხელშეკრულების დადებამდე ან მერე, არავინ გვიშლის ხელს თუ არ გვაქვს საბეჭდი მოწყობილობა, უბრალოდ ფურცელზე უნდა ჩამოვწეროთ ყველა ის ნივთი, რომელიც ჩვენს მიერ შეტანილია ბინაში, დავაწეროთ თარიღი, მოვაწერინოთ ხელი დამქირავებელსა და გამქირავებელსაც. ფორმა უნდა იყოს შეთანხმებითი, "ვთანხმდებით, რომ ნივთები, რომელსაც ჩვენ ქვემოთ ჩამოვთვლით, ეკუთვნის დამქირავებელს, მისი საკუთრებაა, ორივე მხარემ მოაწეროს ხელი, თარიღი დავაწეროთ. ძალიან მარტივია, არ სჭირდება ამას არც რეგისტრაცია, არც ნოტარიუსი, არც არაფერი, მაგრამ ჩვენ ამით დავიზღვევთ თავს თუ მოხდა ამ ნივთებზე ყადაღის დადება, და ეს არაერთხელ გვინახავს, ძალიან გავრცელებული შემთხვევაა. დიახ, ექნება წერილს იურიდიული ძალა, მტკიცებულებად გამოგვადგება და აღმასრულებელს წარვუდგენთ, რომ აგერ ბატონო ეს ნივთები არის დამქირავებელს," - აცხადებს თამარ კერძაია.

თუ დამქირავებელს ნაქირავებ ბინაში შეაქვს გარკვეული ნივთები - ავეჯი, ტექნიკა, აქ დგება ერთი რისკი და ამ რისკის თავიდან აცილება ძალიან მარტივია - ბინის ქირაობისას, მნიშვნელოვან საკითხებზე "რუსთავი 2-ის" ეთერში სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია საუბრობს.

სამართლის ასოცირებული პროფესორის განმარტებით, გამქირავებელს, საკუთრებაში არსებული ბინის იპოთეკით დატვირთვა, გაქირავებაში ხელს არ უშლის. თუმცა, დამქირავებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთ-ერთი დეტალი, რათა ბინაში მის მიერ შეტანილ პირად ნივთებს რაიმე სახის რისკი არ შეექმნას.

"თუ კი დამქირავებელს ბინაში, რომელშიც ქირაობს შეაქვს გარკვეული ნივთები, მაგალითად ტელევიზორს ამატებს, ტექნიკას, ან ყავის მანქანას, ავეჯს და ა.შ. აქ დგება ერთი რისკი და ამ რისკის თავიდან აცილება ძალიან მარტივია, თავად რისკი კი დიდი და სახიფათო.

მოგეხსენებათ, ბინის მესაკუთრის ძალიან ბევრი ნაწილი იპოთეკით ტვირთავს ამ ბინას, მაგრამ იპოთეკით დატვირთვა ხელს არ უშლის გაქირავებას, მაგრამ თუ კი მესაკუთრემ სესხი ვერ გაისტუმრა ან დააგვიანა სესხის გასტუმრება, ბანკის, მიკროსაფინანსო თუ კერძო სესხი - ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც აღსრულება ხდება, აღსრულების მიზნებისთვის ჩვენ კანონში გვაქვს ასეთი ჩანაწერი, არსებობს პრეზუმცია, რომ მოძრავი ნივთები როგორიც არის ავეჯი, ტექნიკა და ა.შ. ეკუთვნის მას, ვის საკუთრებაშიც არის განლაგებული.

თქვენს შეტანილ ნივთებს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე თუ კი დაიწყო აღსრულება. ნივთები, რომლებიც დამქირავებელმა შეიტანა დაქირავებულ ბინაში, კანონით ითვლება ბინის მესაკუთრის საკუთრებად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

ამისთვის არსებობს მარტივი პრეზუმფცია, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ - ქირავნობის ხელშეკრულების დადებამდე ან მერე, არავინ გვიშლის ხელს თუ არ გვაქვს საბეჭდი მოწყობილობა, უბრალოდ ფურცელზე უნდა ჩამოვწეროთ ყველა ის ნივთი, რომელიც ჩვენს მიერ შეტანილია ბინაში, დავაწეროთ თარიღი, მოვაწერინოთ ხელი დამქირავებელსა და გამქირავებელსაც. ფორმა უნდა იყოს შეთანხმებითი, "ვთანხმდებით, რომ ნივთები, რომელსაც ჩვენ ქვემოთ ჩამოვთვლით, ეკუთვნის დამქირავებელს, მისი საკუთრებაა, ორივე მხარემ მოაწეროს ხელი, თარიღი დავაწეროთ. ძალიან მარტივია, არ სჭირდება ამას არც რეგისტრაცია, არც ნოტარიუსი, არც არაფერი, მაგრამ ჩვენ ამით დავიზღვევთ თავს თუ მოხდა ამ ნივთებზე ყადაღის დადება, და ეს არაერთხელ გვინახავს, ძალიან გავრცელებული შემთხვევაა. დიახ, ექნება წერილს იურიდიული ძალა, მტკიცებულებად გამოგვადგება და აღმასრულებელს წარვუდგენთ, რომ აგერ ბატონო ეს ნივთები არის დამქირავებელს," - აცხადებს თამარ კერძაია.

 

"ივლისში გვქონდა 13%-იანი ეკონომიკური ზრდა" - პრემიერი

ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის. 

„ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის, ბუნებრივია, საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Batumi Gaming Fest - გიორგი მამულაიშვილი: სათამაშო ბიზნესი ეს არის მთელი რიგი თანმხლები ბიზნესის განვითარება

სათამაშო ბიზნესი ეკონომიკის ერთ-ერთი სფეროა და მისი განვითარება ზუსტად მიზანმიმართულია იმისკენ, რომ განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა, ამის შესახებ, ბათუმში გამართული Batumi Gaming Fest-ის კონფერენციის პანელური დისკუსიისას საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ფინანსური რეგულაციები, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ხელს უშლის არა მხოლო სათამაშო ბიზნესის, არამედ თანმხლები ბიზნესების განვითარებას და სოციალური პროექტების ზრდას.

„სათამაშო ბიზნესი ეს არის მთელი რიგი თანმხლები ბიზნესის განვითარება. დღეს დღეისობით ბათუმი, მათ შორის კაზინოს ხარჯზეც, არის ასე განვითარებული. ბევრი სოციალური პროექტი აქვს სათამაშო ბიზნესს, ბევრი ინვესტიცია იდება სხვა ბიზნეს-დარგებში - ეს არის IT სფერო, ფინანსური სფერო. სანამ შესაძლებელი იყო რეკლამირება, 400 მილიონზე მეტს ხარჯავდა ყოველთვიურად სათამაშო ბიზნესი ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

მისვე თქმით, სათამაშო ბიზნესის მიერ 40 მილიონი იხარჯება სპორტის დაფინანსებაში.

„ბევრი ცნობილი სპორტმენი, რომლებიც მსოფლიო ასპარეზზე არიან, სწორედ სათამაშო ბიზნესის ხარჯზე არიან წარმოდგენილნი, სათამაშო ბიზნესის მიერ ფინანსდება ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი. აშენდა ბევრი სტადიონი, დავაფინანსეთ ბევრი სოციალური პროექტი. უბრალოდ, ჩვენ ამას არ ვაფიშირებთ, რადგან ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

სათამაშო ბიზნესი არის ეკონომიკის ერთ-ერთი სფერო და მისი განვითარება მიმართულია იმისკენ, რომ განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა“, - განაცხადა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2024 გაიმართა, რომლის გენერალური სპონსორი იყო “Otium Casino Batumi”.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა სათამაშო ბიზნესის კონფერენცია ხელისუფლების წარმომადგენლების, მასერტიფიცირებელი ორგანოების, ოპერატორების და დამაკავშირებელი ინდუსტრიების მონაწილეობით.

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიისას განიხილეს აზარტული თამაშების ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, შესაძლო განვითარების ვექტორები. ასევე იმსჯელეს ქართული სათამაშო ბიზნესის აქტუალურ პრობლემებზე.
Batumi Gaming Fest-ი, რომლის ინიციატივა Plasma 8-ის დირექტორს ლავრენტი გუბინს ეკუთვნის, წელს მესამედ გაიმართა.

აგვისტოში საქართველოს იმპორტი 5%-ით შემცირდა

საქსტატმა 2024 წლის აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტის სახით 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით, ანუ 67 მილიონი დოლარით ნაკლებია.

იმპორტისგან განსხვავებით, 30%-ით, ანუ 148 მილიონი დოლარით არის გაზრდილი საქართველოს ექსპორტი და მან აგვისტოში 641 მილიონი დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 4.2 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 2.4%), ხოლო იმპორტმა 10.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის
19 სექტემბერს, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა თუ რა საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა აგვისტოში იმპორტის შემცირება.

 

ბათუმში სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ღონისძიება ტარდება ბათუმის სათამაშო ფესტივალის ფარგლებში

12 სექტემბერს ბათუმში გაიმართება საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2024, რომლის გენერალური სპონსორია “Otium Casino Batumi”. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის კონფერენცია ხელისუფლების წარმომადგენლების, მასერტიფიცირებელი ორგანოების, ოპერატორების და დამაკავშირებელი ინდუსტრიების მონაწილეობით.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პანელური განხილვა აზარტული თამაშების ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე, შესაძლო განვითარების ვექტორებზე. ასევე, ქართული სათამაშო ბიზნესის აქტუალურ პრობლემებზე.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ამირანაშვილი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი,  საერთაშორისო ოპერატორ “Storm International”-ის VIP დირექტორი ჯონ ჰარაკი, სათამაშო ინდუსტრიის გლობაური საკონსულტაციო სააგენტო “4H”-ის პარტნიორი ივან კორუჩკინი და Plasma 8-ის დირექტორი - ლავრენტი გუბინი.

 

კონფერენციის მთავარი პანელური დისკუსიის მომხსენებლები წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს კაზინოს ბიზნესის შესახებ საქართველოში, მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ზოგად ტენდენციებზე. ასევე განხილული იქნება სექტორის საერთო პრობლემები, მათ შორის დაბეგვრის სამომავლო გეგმები და დარგის სახელმწიფო კონტროლის განვითარების გეგმები - ყველაფერი, რაც დიდწილად ცვლის ეკონომიკურ კლიმატს ქვეყანაში.

 

კიდევ ერთი დაგეგმილი განხილვა კონფერენციის მიმდინარეობისას შეეხება   ტექნოლოგიებს. კერძოდ, კაზინოს ახალი თამაშების შექმნას, მათ დანეგრავასა და პოპულარისაზიას (ხაჩიკ ხაჩატურიანი “22 Hub”) და ელექტრონული თამაშების ინტეგრაციას (ალეს ბედენე, “ZUUM”).

 

ასევე,  დიდი ყურადღება დაეთმობა მარკეტინგსაც. კერძოდ, გაიმართება პანელური დისკუსიები ახალი სათამაშო ბრენდის პოპულარიზაციაზე ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში (კევინ ფეკეტე “IGT”, მაკა გორგაძე (Casino Adjara), მრიდულ ტივარი “Jewel Casino Tbilisi”, ალექს მედვედევა “AADS”); დსთ-ს ქვეყნების ტერიტოტიაზე მოთამაშეების მიზანმიმართულ მოზიდვის სტრატეგიებზე (ანარ გაბიბოვი, ხაჩიკ ხაჩატრიანი) და ინვესტორების კაპიტალის რისკებს ინდუსტრიის სხვადასხვა სტრატეგიების პირობებში (ლავრენტი გუბინი “) 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის და დეტალური განრიგისთვის ეწვიეთ ღონისძიების ვებ-გვერდს: https://bgf.ge/schedule

რთველი 2024 - კახეთში 78 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან 35 ათას ტონამდე რქაწითელი და 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 10 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია და მარანია ჩართული. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 6 500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა.

2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 420 ღვინის საწარმო, რომელთა ნაწილი უკვე ჩართულია ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, ნაწილი კი მომდევნო დღეებში ჩაერთვება.

მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1 501) 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

 

როგორია წელს თხილის მოსავალი? - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ თხილის წლევანდელ მოსავალზე საუბრობს.

მისი შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მოსავლის აღება ჯერ არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონების მიხედვით მოსავლიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. თუმცა, საერთო ჯამში მოსავლის რაოდენობის 15%-იანი ზრდა აქვთ.

„თხილის მოსავლის აღების პროცესი ახლა მიწურულს უახლოვდება. თითქმის 80% დასრულებულია და მიმდინარეობს მოსავლის დაბინავება, შრობა. მიღებული შედეგებით, შეიძლება ითქვას, რომ მოსავალი რეგიონების მიხედვით ძალიან განსხვავებულია, რადგან ივნისის პერიოდში ძალიან ძლიერი ქარი გვქონდა. არის რეგიონები, სადაც მოსავლის მკვეთრი ვარდნა შეინიშნება. თუმცა, საერთო ჯამში მოსავლის რაოდენობის 15%-იანი ზრდა გვაქვს.

ფერმერები, რომლებსაც თხილის ბაღებისთვის რესურსი არ დაუხარჯავთ და მისთვის არ მოუვლიათ, მათ არ აქვთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რაც ბაზარზე და საერთო სურათზე საკმაოდ მკვეთრად აისახება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კახეთის რეგიონში უკვე მიმდინარეობს მოსავლის აღება. 40%-მდე იქნება კახეთის რეგიონში მოსავალი აღებული, სადაც ძალიან კარგი მოსავალია შარშანდელთან შედარებით და რაოდენობრივადაც მეტია.

ფასთან დაკავშირებით, გვაქვს საკმაოდ საინტერესო დინამიკა. შარშანდელ სეზონს თუ შევადარებთ მიმდინარე სეზონს, საკმაოდ მაღალი ფასით დაიწყო და ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ფასის ზრდის მოლოდინი გვქონდეს. ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ გარე ფაქტორებზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ფერერომ“ საქართველოს ბაზარზე განაახლა თხილის შესყიდვა და ფასი გამოაცხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მათთვის არის მნიშვნელოვანი ბაზარი და როგორც ხარიხობრივად, ისე რაოდენობრივადაც არიან დაინტერესებული, რაც ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო მაჩვენებელია.

საერთაშორისო ბაზრებზე, ევროპაში ჩატანილი თხილის ღირებულება 7-30 დოლარის ფარგლებშია . რაც შეეხება საქართველოს, თხილის ფასი არის ძალიან განსხვავებული, ხარისხების მიხედვით. ეს დინამიკა წლებია ნარჩუნდება. საშუალო ხარისხის თხილი დაახლოებით, 7ლარი და 50 თეთრიდან 8 ლარამდე ღირს. ხოლო, ყველაზე უარესი ხარისხის თხილის ფასი 3 ლარი 50 თეთრიდან 4 ლარის ფარგლებშია“,-აცხადებს ჭითანავა.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ასევე პროექტზე საუბრობს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გამოიყენეს. თუმცა, მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამა მეტად გაუმჯობესდა.

„პროცესი მიმდინარეობს როგორც დაგეგმილი იყო. შარშან პირველი წელი იყო, როდესაც ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს ისტორიაში პირველად, თხილის მხარდამჭერი პროგრამა დაიგეგმა, როდესაც ფერმერებმა 500 ლარიანი ვაუჩერები გამოიყენეს. წელს ეს პროცესი გავაანალიზეთ და გავაუმჯობესეთ.

ფერმერებს არ შეუძლიათ დარიცხული თანხით ინვენტარის ყიდვა. თანხა მხოლოდ მიზნობრივად თხილის ბაღისთვის უნდა გამოიყენონ. ასევე, ამას დაემატა ტრენინგის კომპონენტი, სადაც აგრო კონსულტანტები ფერმერებს რეკომენდაციას უწევენ თუ სად და როგორ გამოიყენონ სასუქები და აგროქიმიკსტები. პლუს, ახდენენ მონიტორინგს შესრულებული სამუშაოსი.

დაახლოებით 4500 ფერმერი იყო ამ პროცესში ჩართული, რომლებმაც განათლება მიიღეს და მათგან 95%-ს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია აქვს. გამოკითხვის თანახმად, ფერმერმა, რომელმაც წამლობები ჩაატარა, არიან ძალიან კმაყოფილი. შესაბამისად, დინამიკურად ეს პროცესი კიდევ უკეთეს შედეგს მიიღებს. ფერმერის ცნობიერებაში ყალიბდება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში მას ექნება შესაძლებლობა თუ მას გააჩნია სურვილი, მოუაროს თავის ბაღს, როგორც ფინანსური, ასევე ცოდნის კუთხით.

რაც შეეხება ფაროსანას, ის არ გაქრება, მისი მინიმიზაციაა შესაძლებელი ფერმერის შრომისა და მოვლის შედეგად“,-აცხადებს მერაბ ჭითანავა.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 35,6 მილიონი დოლარის ღირებულების 5 308 ტონა თხილი გავიდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 1 მილიონი დოლარით და 2168 ტონით შემცირდა. მთავარი საექსპორტო ბაზრები ქართული თხილისთვის ესპანეთი, რუსეთი და სომხეთია.


წყარო: bm.ge

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა.

 

კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500-მდე საქონელია.

 

ინვესტორი პრემიერს განხორციელებულ ინვესტიციაზე ესაუბრა, რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა.

ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახლესი სტანდარტების ტექნიკით.

ფერმას აქვს საკუთარი სახნავ-სათესი ფართობი, რომელიც საქონლის გამოსაკვებად გამოიყენება.     

 

ისრაელის წამყვანი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. ტური ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.

პრესტურის ფარგლებში საქართველოს ათი ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია.

ისრაელის მაღალრეიტინგული ონლაინგამოცემების, სამოგზაურო პლატფორმების ჟურნალისტებმა და Instagram ბლოგერებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ეწვივნენ მცხეთას, წინანდალს, ალავერდს, სიღნაღს, მოინახულეს საოჯახო მარნები, გაეცნენ ქართულ კერძებსა და ღვინოს.

ისრაელის მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები ტურისტული პროდუქტების, ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სთორებსა და პოსტებს ამზადებენ.

ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა.

 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6959 ლარი ეღირება, ევრო – 2.9755 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5300 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6949 ლარი ღირდა, ევრო – 2.9752 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5247 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 სექტემბერს ამოქმედდება.

10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 56 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა, კახეთის ყველა რეგიონში სხვადასხვა აქტივობით მიმდინარეობს.

„ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 70-მდე კომპანია და მარანია ჩართული. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 4500-მდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა. 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს. მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის. ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიან რეჟიმში მუშაობს“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.