წერეთელზე მიმდინარე სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება.

ხვალ, 7 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, წერეთლის გამზირზე სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, რაშიც კომპანია 12 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 7 ივნისს, 14:00 საათზე დაიწყებენ, ბაგრატიონის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ და 35 წერტილზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ივნისის 14:00 საათიდან 8 ივნისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, რობაქიძის, ბაქრაძის, ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, დიღმის მასივის II კვარტლის ნაწილს. ტრანსპორტის, ჩალაძის, სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ა.ქურდიანის, ყიფიანის, ხვამლის, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, ბორჯომის, ცემის, ფოთის, მირცხულავს, კოსმონავტების, კერესელიძის და მაიაკოვსკის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

YOU MAY LIKE

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?