notnews ganivi3 

    შაქარაშვილის საქმე - რა ახალ მოთხოვნას აყენებს 19 წლის ფეხბურთელის ბიძა

    შაქარაშვილის საქმე - რა ახალ მოთხოვნას აყენებს 19 წლის ფეხბურთელის ბიძა
    ავტორი / კრიმინალი

    გიორგი შაქარაშვილის საქმე - 19 წლის მოკლული ფეხბურთელის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ყველა არასრულწლოვნს ბრალი 109-ე მუხლით უნდა წარედგინოს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

    „მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, რომ იხილება აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი პატიმრობაში დარჩებიან. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ყველა არასრულწლოვნს 109-ე მუხლით უნდა წარედგინოს ბრალი“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

    შეგახსენებთ: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. 

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.