notnews ganivi3 

    ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში - დაშავებულია 13 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში - დაშავებულია 13 ადამიანი

    ბორჯომში, ლიკანის ტერიტორიაზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ 13 ადამიანი დაშავდა.​ დაშავებულები ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები, დაჟეჟილობები და ღია ჭრილობები აღენიშნებათ

    მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.