notnews ganivi3 

    საზარელი შემთხვევა ეკლესიასთან - მამაკაცმა ქალს თავი მოაჭრა

    საზარელი შემთხვევა ეკლესიასთან - მამაკაცმა ქალს თავი მოაჭრა
    ავტორი / კრიმინალი

    საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა. დაშავებულია რამდენიმე პირი. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. ინციდენტი ნოტრ დამის ეკლესიის მახლობლად მოხდა.

     

    BFMTV-ის ინფორმაციით დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა.

    Le Figaro წერს, რომ ერთი ქალი მან ბაზილიკაში მოკლა, მეორე კი გვერდით მდებარე კაფეში, სადაც ის დამნაშავისგან მიმალვას ცდილობდა. მესამე გარდაცვლილი კაცია.

    ქალაქის მერმა, ქრისთიან ესტროსიმ ინციდენტს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

    „პრაიმტაიმი“

    ავტორი

    HOTnews

    HOTnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.