სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 35 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ყელი აქვს გამოჭრილი. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა სოფელში არ გამორიცხავენ, რომ კაცს თავი მოეკლა.