notnews ganivi3 

    ბრალდებულები გირაოს გარეშე გათავისუფლდნენ, მათ 2019 წელს გადახდილი გირაოც გაუუქმდათ, მოეხსნათ ნასამართლეობის სტატუსიც - ადვოკატი ზვიად კორძაძე

    ბრალდებულები გირაოს გარეშე გათავისუფლდნენ, მათ 2019 წელს გადახდილი გირაოც გაუუქმდათ, მოეხსნათ ნასამართლეობის სტატუსიც - ადვოკატი ზვიად კორძაძე

    მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მოსამართლემ მუხლის კვალიფიკაცია შეცვალა და სამივე მათგანი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ გამოაცხადა. თითოეულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 7 წლის ვადით, თუმცა მუხლის ხანდაზმულობის გამო დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარდგენილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.

    რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 25/194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვე პუნქტით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას გულისხმობდა. მას მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალი 25/180-ე მუხლის მეორე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს.

    ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

    „ჰოთნიუსი“ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის ბრალდებულების ადვოკატს, ზვიად კორძაძეს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებულები გირაოს გარეშე გათავისუფლდნენ, მათ 2019 წელს დაკისრებული გირაოც კი გაუუქმდათ და ეს თანხა მათ უკან დაუბრუნდებათ. კორძაძის განმარტებით, ბრალდებულებს მოეხსნათ ნასამართლეობის სტატუსიც.

     

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.