notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება!“ - შსს-ს განცხადება

    „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება!“ - შსს-ს განცხადება
    ავტორი / კრიმინალი
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მერაბ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
     
    აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
     
    პირველადი ინფორმაციით, მერაბ კოსტავას გამზირზე ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს.
     
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.