ვის გაეზრდება ხელფასი ოქტომბრიდან

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

„ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს ოთხი ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, რვა მორიგეობის შემთხვევაში, 2 184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2 536 ლარი, პარამედიკოსის – 2184 ლარი, მოტომედიკოსის – 2 184 ლარი, უმცროსი ექიმის – 1 800 ლარი, ექთნის – 1 664 ლარი, მძღოლის – 1 520 ლარი, დისპეტჩერის – 1 392 ლარი, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1 648 ლარი, ცვლის უფროსის – 2 560 ლარი, ცვლის უფროსის მოადგილის – 2 128 ლარი, ოპერატორის – 1 024 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10%-ით, ისევ გაიზრდება. უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა. 2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს“

რას ნიშნავს და რატომაა საერთაშორისო აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელი

საქართველოში, 286 სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაშია ჩართული, საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად ემზადება, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, მსოფლიო დონის სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს. განსაზღვრულია პირობები და ვადა 2025 წლის პირველი იანვარია.

რას გულისხმობს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება, რატომაა ეს მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობისთვის და ზოგადად, რა უნდა ვიცოდეთ კლინიკების აკრედიტაციაზე? - „ვერსია“  პროფესორს, მედიცინის დოქტორს, „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელს საქართველოში, გიორგი ფხაკაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა.

 

- ბატონო გიორგი, თქვენ აკრედიტაციის ერთ-ერთ ორგანიზაციას - „აკრედიტაცია საქართველოს“ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანაში. რას ნიშნავს საერთაშორისო აკრედიტაცია კლინიკებისთვის და რას შეცვლის ეს ჩვენს ქვეყანაში?

- დავიწყოთ იმით, რომ აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა. ISO-ს საერთაშორიშო სერტიფიკაცია საქართველოში უკვე ცნობილია, ბევრი ქარხანა და წარმოებაა აკრედიტებული ISO-ს მიერ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ინდოეთში საპირფარეშოები ISO-ს მიერაა სერტიფიცირებული. ამიტომ, ზოგჯერ მეცინება ხოლმე, ზოგი კომპანია ისე ამაყობს ამ სტანდარტით, მაგრამ როცა ვსაუბრობთ აკრედიტაციაზე, ეს სულ სხვა პროცესია და ეს არ არის სტანდარტიზაცია. თუ ISO იმას უყურებს, დოკუმენტაცია არის თუ არა მოწესრიგებული, აკრედიტაცია, ამასთან ერთად, აკონტროლებს იმას, რომ პროცესები უნდა იყოს დალაგებული.

მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა. 1958 წელს, მეორე ასეთი ორგანიზაცია - „აკრედიტაცია კანადა“ ჩამოყალიბდა ანუ, პრაქტიკულად, ყველაზე ძველი ორგანიზაციები მსოფლიოში ეს ორია. აშშ-ში, საავადმყოფოების უმრავლესობა აკრედიტებულია Joint Commission-ის მიერ, ხოლო კანადაში - „აკრედიტაცია კანადას“ მიერ. სტატია სრულად იხილეთ აქ

საგამოძიებო სამსახურმა ივნისს-აგვისტოში კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ნებართვების გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქების გამოვლენის მიზნით. მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 33 პირის მიმართ. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

რაციონიდან მარილის ამოღება გულის პრობლემების რისკს 18%-ით ამცირებს

მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე მარილის მოხმარების გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა სამხრეთ კორეის კიუნპუკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გამოიყენეს და 500 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 40-დან 70- წლამდეა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ადამიანი საკვებს მარილს არ ამატებს მის ორგანიზმში გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 18%-ით მცირეა, ვიდრე მათში, ვინც მარილიან საკვებს ანიჭებს უპირატესობას.

ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დადებითი გავლენა ორგანიზმზე მარილის მოხმარების შემცირებასაც აქვს. მათ შეადარეს ორი ჯგუფის მონაცემები - პირველი საკვებს მარილს ყოველთვის ამატებდა, მეორე კი ხშირად. გაირკვა, რომ მეორე ჯგუფში გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი პირველთან შედარებით 12%-ით მცირეა.

მაია ბუწაშვილი „ნიკორასთან“ დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევას ეხმაურება

ექიმი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოების შეჩერების მიზეზს ეხმაურება:

„ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ.

მოკლე ინფორმაცია სალმონელოზზე:
ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც შეიძლება დაგვემართოს ადამიანის ან ცხოველის ფეკალიით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით.
ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები. 
ინფიცირება შეიძლება ასევე მოხდეს ცურვის დროს (აუზში - ადექვატურად ქლორირება ამ რისკს თავიდან გვაცილებს, ტბაში, მდინარეში).
შეიძლება პროდუქტი თერმულად კარგად იყოს დამუშავებული, მაგრამ ინფიცირების რისკი შეიქმნას მისი დაბინძურებით უმი პროდუქტებიდან - მაგალითად, უმი ხორცის ან ქათმის დაჭრის შემდეგ გამოყენებული დანის, დაფის, სამზარეულოს ზედაპირების არასაკმარისად გარეცხვის/დამუშავების შედეგად.
ასევე რისკის შემცველია ხელის არასაკმარისი დაბანა, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს უმი პროდუქტით.
ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში (რესტორნებში და სახლის სამზარეულოში) მკაცრად იყოს გამიჯნული უმ ხორცზე/ქათამზე გამოყენებული დაფები/ჭურჭელი და თუ სამზარეულოს ზედაპირი დაბინძურდა ხორცით/ქათმით/უმი კვერცხით, კარგად იყოს გავასუფთავებული.
ძალიან მნიშვნელოვანია სალათის ფურცლების/მწვანილის ზემიწევნით გარეცხვა.
მზა საჭმელი დიდხანს არ უნდა დარჩეს გარეთ, მალე უნდა მოთავსდეს მაცივარში, რომ თავიდან ავიცილოთ სალმონელას/სხვა ბაქტერიების გამრავლება.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმებში დაკვლის და შეფუთვის დროს დაცული იყოს წესები და არ მოხდეს ხორცის/ქათმის დაბინძურება, თუმცა თუ სამზარეულოში უმი პროდუქტის დამუშავებისას ზემოთ აღწერილ წესებს დავიცავთ, ადამიანის ინფიცირების რისკს მინიმუმამდე შევამცირებთ.
ვრცელი პოსტი გამოვიდა და ამიტომ სიმპტომებზე და მკურნალობაზე ცალკე დავწერ.

 

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.
არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.
ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.
რეფორმის მიზანი არის მოქალაქეებისათვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდება.

წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს გაიზარდა

წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.

კერძოდ, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში აქტიურად არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

„რეფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40 პროცენტით შემცირდება“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

CGM სისტემების გამოსაყენებლად 1 ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის ტელეფონების გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.

მათი ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

"Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე.

შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ში დაამტკიცეს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის ვაქცინა, რომელიც ჩვილებს დედის მუცელში დაიცავს

აშშ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ორსული ქალებისთვის დაამტკიცა ვაქცინა, რომელიც მათ ჩვილებში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით (RSV) გამოწვეული მწვავე დაავადების პრევენციას ახდენს.

Pfizer-ის ვაქცინამ, რომელიც უკვე დამტკიცებულია ზრდასრულებისთვის, ახლა მწვანე შუქი მიიღო ერთჯერადი ინიექციის სახით 32-36 კვირის ორსულებში გამოყენებისთვის, რათა ბავშვები დაბადებიდან ექვსი თვის განმავლობაში დაიცვას.

ამ საკმაოდ გავრცელებული მიკრობის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მრავალი მედიკამენტი დაამტკიცეს. ამ ვირუსის გამო, მხოლოდ აშშ-ში წელიწადში ათობით ათასი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში.

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინაზე მუშაობა მეცნიერებმა 1960-იან წლებში დაიწყეს, მაგრამ წინსვლა მხოლოდ ათი წლის წინ მომხდარი სამეცნიერო გარღვევის წყალობით გახდა შესაძლებელი.

„RSV ბავშვებში ავადმყოფობის გამომწვევი საკმაოდ გავრცელებული მიზეზია; განსაკუთრებით მწვავე დაავადების რისკის ქვეშ არიან ჩვილები, რომლებიც შეიძლება საავადმყოფოშიც მოხვდნენ. ვაქცინა ორსული ქალებისთვის მნიშვნელოვანი ვარიანტია სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ამ დაავადებისგან დასაცავად“, — ამბობს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი პიტერ მარკსი.

კლინიკურ ცდებში 7000 ორსული მონაწილეობდა, რომელმაც აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინამ, სახელად Abrysvo-მ RSV-ით გამოწვეული მწვავე დაავადება 82 პროცენტით შეამცირა 0-დან 3 თვემდე ჩვილებში და 69 პროცენტით 0-დან 6 თვემდე ჩვილებში.

ვაქცინა Abrysvo აქამდე FDA-ს დამტკიცებული ჰქონდა 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის; ასევე დამტკიცებულია კომპანია GSK-ის მიერ წარმოებული ვაქცინა, სახელად Arexvy.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვილებსა და პატარა ბავშვებში RSV უმეტეს შემთხვევაში მსუბუქ, გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული დაავადებები, მაგალითად, პნევმონია და ბრონქიოლა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, RSV ინფექციის გამო, აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 58 000-80 000 ხუთ წლამდე ბავშვი ხვდება საავადმყოფოში; შედეგად, ის ჩვილებში ჰოსპიტალიზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ორსულებში, რომლებსაც Abrysvo გაუკეთეს, გვერდით ეფექტებს შორის ყველაზე ხშირად დაფიქსირდა ნანემსარი ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და გულისრევა.

აცრილ ორსულთა 1,8 პროცენტში დაფიქსირდა სისხლის წნევის აშლილობა, სახელად პრეეკლამფსია. მათში, ვინც პლაცებო მიიღო, ეს მაჩვენებელი 1,4 პროცენტი იყო.

FDA ასევე იუწყება ნაადრევ მშობიარობაში დისბალანსს ვაქცინა და პლაცებომიღებულ ჯგუფებს შორის (5,7 პროცენტი VS 4,7 პროცენტი), მაგრამ აღნიშნავს, რომ ნიმუშის ზომა მცირე იყო და ეს თემა შემდეგში შესწავლის საგანია.

წლის დასაწყისში, მსოფლიოს სხვადასხვა მარეგულირებლებმა დაამტკიცეს ანტისხეულების მედიკამენტი, სახელად Beyfortus-ი, რომელიც Sanofi-მ და AstraZeneca-მ შექმნეს; ეს გახლავთ პრევენციული სამკურნალო საშუალება, რომელიც ჩვილებისა და პატარა ბავშვების დასაცავად ვაქცინის მსგავსად მოქმედებს.

ოქტომბრიდან ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, მეტაბოლური და ბარიარტრიული მომსახურების სტანდარტები - აზარაშვილი

2023 წლის ოქტომბრიდან, ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე მეტაბოლური და ბარიარტრიული მომსახურების სტანდარტები, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა თითოეული ამ ცვლილების და ახლად დაწესებული სტანდარტების მიზნებზეც ისაუბრა.

„გვსურს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული პროგრამა მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ბენეფიციარებზე. წლიურად 150 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ლარი სწორად მივიდეს პაციენტამდე და კმაყოფილი იყოს მომსახურებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება ბარიარტრიულ ქირურგიას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რეგულირების მექანიზმის სრულყოფა დღის წესრიგში, სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დადგა.

„სხვადასხვა ქვეყნების სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წეს, თუ როდის შეიძლება ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა. თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს - ზურაბ აზარაშვილი

დღეს, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ცალკეული შემთხვევების აღრიცხვაც კი შევაჩერეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. კოვიდპანდემია რომ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად გადაიქცეოდა, ამაზე, ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი. დღეს, ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც, დღეს არ არსებობს.

„განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე – საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო – ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხდებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

2023 წელს, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სახელმწიფო პროგრამით 28 ადამიანს ჩაუტარდა

2023 წელს, განვლილი 7 თვის განმავლობაში, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სახელმწიფო პროგრამით 28 ადამიანს ჩაუტარდა, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერაციები ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ტარდება და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სრულად, 100%-ით ფინანსდება.

„ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა. პროექტის მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროგრამის ფარგლებში, პირველ წელს 22 ადამიანის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 2 495 000 ლარით დაფინანსდა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისსა და აჭარაში რეგისტრირებული პირების გარდა, რადგან მათთვის ამავე სერვისს თბილისის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია და მას სრულად ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს. ასევე, სრულად ფინანსდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელიც მოიცავს როგორც უშუალოდ გადანერგვას, ისე მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინა კვლევებს“, -ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

MegaNews

Surround yourself with angels. In life there will be road blocks but we will over come it. You see that bamboo behind me though, you see that bamboo? Ain’t nothin’ like bamboo. Bless up. They never said winning was easy. Some people can’t handle success, I can. You do know, you do know that they don’t want you to have lunch. I’m keeping it real with you, so what you going do is have lunch. You see that bamboo?