საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიურიპაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისმიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაშიმნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურპაციენტს დაუფინანსდება.
„მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზემეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლეშეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვედაამტკიცა საქართველოს მთავრობამ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროსინფორმაციაში.