... ... რუსეთმა ლვოვი დაბომბა - დაიღუპულია ორი ადამიანი

რუსეთმა ლვოვი დაბომბა - დაიღუპულია ორი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ლვოვი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, - წერს ლვოვის მერი ანდრიი სადოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

დაბომბივის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი, რომელთა შორის 10 და 15 წლის ორი ბავშვია. ხუთი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

ლვოვის მერის მტკიცებით, რუსული რაკეტები ქალაქის რკინიგზის სადგურთან მახლობლად დაეცა. სადგურთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარია.

რუსებმა გვიან ღამით აგრეთვე ქალაქი კრივი რიჰი დაბომბეს. როგორც ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლექსანდრ ვილკულმა განაცხადა, ხუთი ადამიანი დაშავდა.