notnews ganivi3 

    სამი შვილის ყოლის შემთხვევაში მთავრობა დაქორწინებულებს 30 590 ევროს სთავაზობს

    უნგრეთის მთავრობა დაქორწინებულებს 30 590 ევროს სთავაზობს. წყვილებს შეუძლიათ, თანხა არ დააბრუნონ, თუ მათ 3 შვილი ეყოლებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ამ თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ.

    თანხა სპეციალური სქემის მიხედვით არის ხელმისაწვდომი, პროგრამა კი ივლისში ამოქმედდა. პირველი ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით სესხი 2 400 ოჯახმა მოითხოვა.

    თანხის დახარჯვის მიზნის განსაზღვრა თავად წყვილს შეუძლია. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად მოსახლეობა მაღალ ანაზღაურებას სხვა სახელმწიფოში ეძებს, ამ მიზნით უნგრეთს მუშახელი ტოვებს.

    სწორედ ამიტომ მთავრობამ უნგრელების წახალისება გადაწყვიტა. სესხი 7-პუნქტიანი პოლიტიკის შესაბამისად გაიცემა. სესხის მისაღებად წყვილი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყვნენ დაქორწინებულები; მათი ასაკი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე.

    ერთ–ერთმა მათგანმა აუცილებლად უნდა გადაიხადოს სოციალური შენატანი 180 დღის განმავლობაში.

    სტატიაში კონკრეტულად არ არის მითითებული, რა თანხის გაღება მოუწევს წყვილს. წყვილებს, რომლებსაც ხუთი წლის განმავლობაში 1 შვილი ეყოლებათ, სესხის პროცენტი საბოლოოდ შეუჩერდებათ, ყოველთვიური შენატანი კი სამი წლის განმავლობაში გაუქმდება.

    დამატებით სხვა სარგებლებს კი წყვილი მეორე შვილის დაბადების შემთხვევაში მიიღებს. მესამე შვილის შეძენისას კი სესხის ჩამოწერა მოხდება.

    წყარო: Euronews

    ავტორი

    Super User

    Super User

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.