notnews ganivi3 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა იაღლუჯის საწვრთნელ სასროლეთზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება გამართა. სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

    ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების მიზანს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა ხელმძღვანელი პირებისთვის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მომზადების დონის დემონსტრირება წარმოადგენდა.

    ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების დროს სტრატეგიული მილსადენების დეპარტამენტის დანაყოფებმა კონკრეტულ ინციდენტზე კომპლექსური ღონისძიებების დემონსტრირება მოახდინეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის, სუფსის ნავთობის ტერმინალის და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

     

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.