notnews ganivi3 

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები მესტიის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახის წევრებს შეხვდნენ

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები მესტიის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახის წევრებს შეხვდნენ

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და ვლადიმერ ბორცვაძე სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის მშობლებს შეხვდნენ.
    მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.
    საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას მაშველების მიერ დათვალიერებულია: სოფელ ქაშვეთის ტერიტორია, მდინარე მესტიაჭალის ნაპირები და ე.წ მაშრიჭალას ტყის მიმდებარე ტერიტორიები, სოფელ ბეჩოდან ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით, მდინარე ენგურის ნაპირები, ფერდობები და ხევები, სოფელ ხოკოს მიმდებარედ არსებული უმოქმედო, ძველი გვირაბები, სოფელ ლატალის, ლენჯერის, ლახამურასა და ჯორკვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობები და ხევები. მაშველების მიერ ასევე დათვალიერებულია სოფლები: სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი,ქურელი, ფარი, ზემო და ქვემო ლუხა, ლახამულა , ნოდაში , მაგარდი , ლეზგარა , სვიფი, ღვებალდი და იქ არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები, ასევე სოფელ ლენჯერის N 1და N2 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, მესტიის, ლატალის და ლემსიის მთა, უბანი მეგვირი, სოფელ ლაღამიდან სოფელ ლანჩვალამდე, ლანჩვალიდან სოკოს უბნამდე და ლატალიდან ბეჩოს მიმართულებით არსებული ტერიტორია. მაშველებმა განახორციელეს სოფელ ხაიშიდან ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიების, ჭუბერის მიმდებარედ წყალსაცავიდან მდინარე ენგურის გაყოლებაზე ნაპირების და მესტიის საბაგიროს მიმდებარედ ტყის მასივის მონიტორინგი. ასევე მოხდა „ენგურჰესის“ წყალსაცავის ზედაპირული დათვალიერება. მაშველებმა დაათვალიერეს სოფელ ეცერში შავი ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირები, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები და სოფელ ჰებუთის და ჰაწვალის მთაზე ტყის მასივი, ასევე ამ ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები მდინარის ნაპირებამდე და ალპურ ზონებამდე.
    ასევე შემოწმებულია მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.
    პარალელურად, მაშველების მიერ სრულად არის დათვალიერებული მესტიიდან ზუგდიდამდე არსებული ცენტრალური მაგისტრალის 136 კილომეტრიანი მონაკვეთი.
    მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, სამართალდამცველების მიერ მოწმდება.

    ავტორი

    ლუკა კოპალეიშვილი

    ლუკა კოპალეიშვილი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.