notnews ganivi3 

    სამოთხე დედამიწაზე, სადაც მანქანით გადაადგილება აკრძალულია

    სამოთხე დედამიწაზე, სადაც მანქანით გადაადგილება აკრძალულია

    გერმანიაში, ბერლინის გარეუბანში 16 ჰექტარზე ახალი ქალაქი გაშენდება, სადაც მანქანები არ ივლიან. ახალ ქალაქს სახელად "Buckower Felder" ერქმევა. ის ყველა გარემოსდაცვითი სტანდარტის შესაბამისად გაშენდება. ქალაქში 40 მრავალსართულიანი შენობა აშენდება, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხეები დაირგვება.  მაცხოვრებლები, შიდა ტერიტორიაზე აუცილებლად ფეხით ან ველოსიპედით უნდა გადაადგილდნენ. ქალაქში გაკეთდება გათბობის სისტემა  ნახშირორჟანგის მინიმალური გამოყოფით. პროექტის წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქის მშენებლობა 2021 წლიდან დაიწყება და 2024 წლისთვის მორჩება. ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერის თქმით, ასეთი ქალაქების მშენებლობა საკმაოდ გამართლებულია, რადგან დღეს ხალხს სიჩუმე და სიმშვიდე სურს. 

    ავტორი

    Hotnews

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.