notnews ganivi3 

    sareklamo adgili tetri2

     

    „კორუფციონერ მოხელეებს ესროლეთ ფეხებში“ - ფილიპინების პრეზიდენტის სასტიკი მოწოდებები

    „კორუფციონერ მოხელეებს ესროლეთ ფეხებში“ - ფილიპინების პრეზიდენტის სასტიკი მოწოდებები

    ფილიპინების პრეზიდენტი  მოქალაქეებს უფლებას აძლევს, ესროლონ იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ქრთამს მოითხოვენ. დუტერტემ მოქალაქეებს ურჩევს, კორუფციონერ მოხელეებს ფეხებში ესროლონ, რომ ციხეში არ მოხვდნენ. ინფორმაციას  გაზეთი  „მანილა ბულეტინი“ ავრცელებს.

    როდრიგო დუტერტეს თქმით, ქვენაში  მთავარი პრობლემა  კორუფციაა და მოქალაქეებმა საჯარო მოხელეების მხრიდან თითოეულ დარღვევაზე პოლიციას უნდა შეატყობინონ.

    „თუ თქვენ იხდით გადასახადებს, საბაჟო ტარიფებს და ასე შემდეგ, ეს სულელები კი, ქრთამს მოითხოვენ, დაარტყით მათ. თუ იარაღი გაქვთ, შეგიძლიათ ესროლოთ, მაგრამ არ მოკლათ, რადგან საქმის წარმოების შედეგად თქვენ შეიძლება შეწყალება ვერ მიიღოთ“, – აცხადებს ფილიპინების პრეზიდენტი

    იმ შემთხვევაში თუ, ინციდენტი პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში მოექცევა, ის  გამოიძახებს იმ  მოქალაქეს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს და  საშუალებას მისცემს სახელმწიფო მოხელეს სახეში დაარტყას.

    ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე,  ასევე გამოირჩევა მკაცრი მიდგომით, ნარკომოვაჭრეების მიმართაც. თუ დაკავების დროს, პოლიცას ნარკომოვაჭრე წინააღმდეგობას გაუწევს, პოლიციას ბრძანება აქვს მიცემული, რომ  ნარკომოვაჭრე ადგილზე მოკლას.

    წყარო: 1tv.ge

    ავტორი

    Super User

    Super User

    დატოვეთ კომენტარი

    Please publish modules in offcanvas position.